„ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ ქართველი ხალხისთვის ხელისუფლების შეცვლის სცენარის გარედან თავსმოხვევის მორიგ მცდელობას და მოვუწოდებთ ყველა იმ დასავლურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს კოლექტიური ოპოზიციისა თუ მათი არასამთავრობოების უკან დგას, პატივის სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონმდებლობას“, – ნათქვამია საზოგადოება ქართულის“ განცხადებაში.

„მისასალმებელია, რომ წამყვანმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე აღიარეს არჩევნები, ლეგიტიმაციაზე ეჭვი არ გამოუთქვამთ დასავლეთის წამყვან სუბიექტებსაც და ვიმედოვნებთ, ოპოზიცია და მათ უკან მდგომი დასავლეთის ნეოლიბერალური რადიკალებიც შეეგუებიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ომსა და მშვიდობას, კეთილდღეობასა და ნგრევას, ღირსებასა და უღირსობას შორის.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ: მოქალაქეების თავისუფალი ნებისთვის პატივისცემის ტრადიცია და არა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის გარედან თავსმოხვევა არის ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქართველო ევროატლანტიკური სივრცისკენ მიისწრაფვის. ორმაგი სტანდარტები და ამომრჩევლისთვის ხელების გადაგრეხვის მცდელობა კი, საქართველოს მოქალაქეებში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, რაც არც საქართველოსთვის იქნება კარგი და არც დასავლეთისთვის – განსაკუთრებით, მათი გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.