პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაური არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ ახლა პროკურატურაში მისვლა და მტკიცებულებების წარდგენა მოუწევთ.
„გამოძიება წარიმართება. თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს – თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს. ხედავთ, რომ მათ საჯაროდ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს. ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა და მტკიცებულებების წარდგენა. თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ისინი ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.