“ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელმაც დიდი ხანია, დაკარგა პოლიტიკური და მორალური უფლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე არჩევნების გაყალბებაზე”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე
გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ცნობილი ხდება, რომ უწყებამ, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი დაიბარა.

“დიდი მხილების დრო მოდის და იმაზე უფრო ადრე დადგება მათი პოლიტიკური, მორალური და, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვიდრე მათ წარმოედგინათ,” – წერს ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.