ყოფილმა დემოკრატმა კონგრესმენმა ტულსი გაბარდმა, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი, ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „დემოკრატი“ კამალა ჰარისისვის მიცემული ხმა ომისთვის მიცემულ ხმას ნიშნავს.
„ასეთი არჩევანის წინაშე ვართ – კამალა ჰარისისთვის მიცემული ხმა ნიშნავს და ეს არის ხმა ომისთვის, მეტი ომისთვის; სავარაუდოდ, მესამე მსოფლიო და ბირთვული ომისთვის. დონალდ ტრამპისთვის მიცემული ხმა კი არის ხმა კაცისთვის, რომელსაც ომების დასრულება და არა მათი დაწყება უნდა“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის: გაბარდმა „დემოკრატიული პარტია“ 2022 წელს დატოვა, გასულ კვირას კი „რესპუბლიკელი“ გახდა.