„მოუწევთ საქართველოს სუვერენული უფლებების პატივისცემა. ეს ქვეყანა აღარ იყიდება. ვინც მათ მიჰყიდა საქართველო, სწორედ მათგან ჩვენი ბრძოლით გამოვისყიდეთ, ხელიდან გამოვგლიჯეთ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
„ერთი კითხვა მაქვს: ვინ დაუწერა ენტონი ბლინკენს ეს განცხადება? ამერიკა რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს იწუნებს და, ამ დროს, თავად ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან, ეს როგორ არის? რომელ დემოკრატიაზე გვესაუბრება ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ქართველ ხალხს რომ დემოკრატიის მანტიით შეფუთული ჯალათები მოუყვანეს ხელისუფლებაში 2003 წელს და დღეს იგივე მკვლელების დაბრუნება სურთ? რატომ ცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას?
კიდევ ერთი შეურაცხყოფა საქართველოს „მეგობარი” ქვეყნიდან.
კიდევ ერთი მცდელობა ზეწოლის, შანტაჟის, დამორჩილების.
ისეთი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში, რომ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული, ვეღარაფერს ამბობენ. ამიტომ მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ. ის კი ავიწყდებათ, რომ სწორედ მსგავსმა განცხადებებმა მიაღებინა მილიონზე მეტ გაბრაზებულ ქართველს ეს გადაწყვეტილება.
მოუწევს ამერიკას ჩვენი ხალხის არჩევანის აღიარება. საქართველო უკან აღარ დაბრუნდება და ასეთ განცხადებებს ქართველ ხალხთან ჭეშმარიტი მეგობრობა ჯობს. ახალ რეალობას წარსულით ვეღარ შეცვლიან”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.