“თქვენ გახსოვთ, როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია, რაიმე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით. და გუშინ ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ მოხდა აპარატურით მანიპულაცია, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი, და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლიდან როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, იმისთვის, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და მათ ემოციებზე ითამაშონ, ეს არის, რა თქმა უნდა, გაუგონარი ამბავი.
ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართულია იმ სცენარში, რასაც ჰქვია ქვეყნის არევა ოპოზიციასთან ერთად და ჩვენ გვესმოდა, რომ დუბლირებული სიები იყო, აპარატი სხვის ხმებს ათვლიდა, “ქართული ოცნებისთვის” ორმაგი ხმის მიცემა ხდებოდა, მონიშნული იყო ბიულეტენები.
არც ერთი ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს. იცით, რომ აპარატურასთან დაკავშირებით, ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის იყო წინასწარ შერჩეული, ჩაატარა აუდიტი. არანაირი რაიმე შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ არის და ვერც იქნებოდა; თან თავადაც ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო, იქ რამე მომხდარიყო, უბრალოდ, ეს არის, როცა დავალებას იღებ, რომ უნდა არიო ქვეყანა, მაშინ ყველანაირ ტყუილს იგონებ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.