„გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს“, – წერს სოციალურ ქსელში რატი ბრეგაძე.
„ქალბატონი სალომე დეტალებში არ შედის და, მაღალი ალბათობით, არც თვლის საჭიროდ ბრალდებების დასაბუთებას. სავარაუდოდ, ამ კითხვაზეც მათი პასუხი იქნება ლეგენდარული “იმიტომ”.
სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავისი უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესებისა და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე რატი ბრეგაძე.