,,შინაური და გარეული იბრძვის, რომ გვარამია და ხოშტარია, ლომჯარია და ჯაფარიძე, მელია და სააკაშვილის პარტია გამეფდეს”, – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.

Საზოგადოება ,,ქართულის” თანადამფუძნებელი პარალელს 1991 წელთან – ზვიად გამსახურდიას პერიოდთან ავლებს :

“ქუჩაში ათასობით ზვიადისტს ხვრეტდნენ ხუნტისტები და ამერიკელები და ევროპელები მათ უწოდებდნენ დემოკრატებს და ზვიადს – ფაშისტსა და დინების წინააღმდეგ მიმართულს…

ყველაზე სისხლიანი ავტორიტარიზმი ააშენა სააკაშვილმა და გარეული “მოყვარე” პოლიტიკოსები დღემდე დემოკრატიის შუქურას უწოდებენ.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, – 2004 წლიდან საქართველოში მძლავრი დემოკრატია იყო, ხოლო დღეს არ არისო.

სახელმწიფო მდივანი, რომელიც 2 თვეში აღარავინ აღარ იქნება. 0 იქნება.

ევროპარლამენტი გვეუბნება, – სააკაშვილი გამოუშვით, პოლიტპატიმარია, ნუ აწამებთო. რუსებს სანქციები გამოუცხადეთო. თავი გაინადგურეთო.

ქართველმა ერმა უთხრა “არა” სააკაშვილს. მისმა 20-მა პროცენტმა ამომრჩეველმა უთხრა “კი”…

გახარია და ხაზარაძე და მათი პარტიები დღეს დგანან არჩევანის ზღვარზე – ან აჰყვნენ “ნაცებს” და წყალი აამღვრიონ, ან შევიდნენ პარლამენტში და იქიდან გაუწიონ ოპონირება ხელისუფლებას.

ეს არის გახარიასა და ხაზარაძის გამოცდა – ისინი ნამდვილად მესამე ძალა არიან თუ არიან “ნაცები”.

საქართველო გაივლის ამ განსაცდელს. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველო გამთლიანდება და გაბრწყინდება.

ჩვენს ერს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას – უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც ყველაზე მძიმე გამოცდა და განსაცდელი აქვთ.

პირველი, რაც ამ განსაცდელის შემდეგ უნდა გაკეთდეს – უნდა აიკრძალოს მკვლელებისა და სადისტების პარტია. სანამ “ნაცები” პოლიტიკაში იქნებიან, მუდამ ამ უმძიმეს რყევებში ვიქნებით.

მათ სექტანტებს – მიშას და გვარამიას ჰიტლერერებსა და სტალინელებს კი, არაფერი ეშველებათ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ეს 20 პროცენტი ნაცისტები გვყავს და მშვიდად და სიყვარულით უნდა მივუდგეთ მათ ფსიქიკურ და ეთიკურ პრობლემებს – მათ ინფანტილურ ისტერიკებსა და მათ ბოროტებას.

ჰიდრას თავი უნდა წააცალოს ჩვენმა ერმა. ცხრავე თავი. ეს ჰერაკლესეული გმირობა სჭირდება ქართველ ერს.

ღვთისმშობელმა გვიშველოს და ბოროტი სიკეთედ მოაქციოს”, – წერს ჯანგულაშვილი.