რუმინელი ევროპარლამენტარი დიანა იოვანოვიჩი-შოშოაკე „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ღირსშესანიშნავ გამარჯვებას ულოცავს.

„თქვენ აჩვენეთ, რომ ქართველმა ხალხმა ხმა მისცა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას! თქვენი გამარჯვება არჩევნებში უდავოა და საქართველოს თავისუფალი ერის მომავლისკენ მიმავალ სწორ გზაზე აყენებს, რომელიც თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს.

მე თქვენთან ერთად ვარ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ქართული ოცნების ასრულების გზაზე. ქვეყნის ბედი მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, ხოლო დასავლეთის ძალების მცდელობა, მოახდინონ გავლენა არჩევნებზე ან გააბათილონ ის ,თქვენს საშინაო საქმეებში ჩარევისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის დასტურია. ეს მიუღებელი დამოკიდებულებაა, რომელიც უნდა შეწყდეს.

გამოვხატავ მზადყოფნას, გაგიზიაროთ ჩემი ევროპული გამოცდილება, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც 17 წლის წინ გახდა ევროკავშირის წევრი, გაგიმხილოთ სიმართლე ევროკავშირის პოლიტიკისა და იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ბრიუსელიდან მოდის“, – განაცხადა რუმინელმა ევროპარლამენტარმა.