“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, – ასეა ოპოზიციის საქმე. გაყალბების ყველა შესაძლო მეთოდი რომ ამოწურეს, ახალი ამბავი შეთხზეს, მიზანმიმართულად დაარტყეს ქვემო ქართლს და იქ მცხოვრები ადამიანების იმიჯის დაზიანებას ცდილობენ,თითქოს ქვემო ქართლში ბიულეტენების ჩაყრა და არალოგიკურად დიდი აქტივობა დაფიქსირდა”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

“გეყოთ ამდენი ტყუილი, ქართველი ხალხი ბრმა და ყრუ არ არის. რეალურად, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში დაფიქსირდა. ქვემო ქართლში საშუალო აქტივობა 46 % იყო მაშინ, როცა ზოგადად საქართველოში – თითქმის 60%. დაანებეთ თავი ადამიანთა ჯგუფების სტიგმატიზებას, მიიღეთ ის განაჩენი, რაც ქართველმა ხალხმა გამოგიტანათ, აღიარეთ მარცხი და სახე შეინარჩუნეთ”, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.