„მინდა საზოგადოებას მივულოცო ძალიან მშვიდ გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების დღესაც, მთლიანობაში, იყო სიმშვიდე და ადგილი არ ჰქონია სერიოზულ დარღვევებს“, – ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამა.

„ის განცხადებები, რაც ოპოზიციიდან კეთდება, სრულიად მოსალოდნელი იყო. რამდენიმე თვის წინ ვპროგნოზირებდი ასევე, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს არ აღიარებდა და ვნახეთ შეკრებილი, აბსოლუტურად უპრინციპო ხალხის ერთობა სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ის არაფრით აღარ განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“ და საბოლოოდ მოხდა მისი ლუსტრაცია.

კომიკურია ერთი ფაქტი, – რომ მის გვერდზე, უმეტესად, ის ხალხი იდგა, ვინც მის ლეგიტიმურობას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ და ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს არის აგენტურული ქსელის ბოლო გაფართხალება, ბოლო დავალება, რომელსაც ის ასრულებს, თუმცა, როგორც 2020 წელს დასრულდა ეს პროცესი უშედეგოდ, ზუსტად ისე დასრულდება. ყველა ინსტიტუცია მუშაობს და არავინ ამ ქვეყანაში არავითარი “ვარდების რევოლუციის” გამეორებას არ დაუშვებს, – ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით – ოპოზიციაში“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.