უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

„ყველაფერი ძალიან ნათელი და შესაბამისად, მარტივია შესაფასებლად, თუ საით დგას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.

ერთ მხარეს ხალხი, რომელიც უსტვენს და აგინებს ვიქტორ ორბანს და ტაშს უკრავს მიხაილ როთს, ლგბტ პროპაგანდის დამცველს და ჩვენი სარწმუნოების მძაგებელს და მეორე მხარეს – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც დიდი პატივს სცემს ვიქტორ ორბანს, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს, ქრისტიანული და ოჯახური ღირებულებების დამცველს!“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი