“საქართველოს ხელახლა არჩეულ მთავრობას ქვეყნის გარედან თავს ესხმიან და ცდილობენ შეცვლას, შიგნიდან კი მას საზოგადოება არ ცვლის და ნდობას უცხადებს”, – წერს “ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე “ფეისბუკის” გვერდზე.

“ის, რაც დღეს საქართველოს მიმართ ხდება, მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს და, სწორედ ამიტომ, საარჩევნო კამპანია მიატოვა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება დაისახა მიზნად.

ის ხმები, რაც ოპოზიციამ არჩევნებში მოაგროვა, იკითხება ელექტრონულ აპარატებშიც და ეტყობა ქუჩასაც. ეტყობა ISFED-ის გაყურსულობასაც და ეუთო/ოდირის პრესკონფერენციასაც.

საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი. მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!” – წერს ხუნდაძე “ფეისბუკის” გვერდზე.