„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანიმ.
„ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველოში სტაბილურობა და კეთილდღეობა იქნება.
ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის“, – აღნიშნა ჯიანიმ.



