“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი უკვე საერთაშორისო დონეზე გახდა ცნობილი, რომ ბრალს სდებს და შემდეგ მტკიცებულებებს არ წარადგენს, და უკვე აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს მოუწია იმის ხაზგასმა, რომ თუ ბრალს სდებ, მტკიცებულებებიც უნდა წარადგინო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„იცით, რომ ქალბატონი სალომე უცხოურ პრესასთან დღეში რამდენიმე ინტერვიუს მართავს და ცილს სწამებს ქართველ ხალხს, ცილს სწამებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს საქართველოში, რომ ხდება მათი გამოყენება თითქოს რაღაც გაყალბებისთვის. ჩვეულებრივად, ეს დღეები, დაკავებულია დეზინფორმაციით. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ უკვე თვალშისაცემია ქალბატონი სალომეს დესტრუქციული ქმედება საგარეო დონეზე, ერთი მხრივ, ამ ინტერვიუების სახით. ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო. ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა და ხან რას ამბობს და ხან – რას”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.