„ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან აშშ-ში ნოემბერში ჩასატარებელი არჩევნების სავარაუდო შედეგებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მისი დაპირებით, არასამთავრობო სექტორს უკონტროლო დაფინანსება შეუწყდება.

„მთელი მსოფლიო იმის მოლოდინშია, რომ ოთხ ნოემბერს აშშ-ში მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება. დიდი ალბათობაა იმისა, რომ დონალდ ტრამპი, თავის კონსერვატორულ რესპუბლიკელებთან ერთად, თეთრ სახლში იმ ძალას ჩაანაცვლებს, რომლის ფინანსებითაც ქართველი რადიკალების, მათ შორის, „ენჯეოების“ საკრედიტო ბარათები ივსება.

ერთ-ერთი პირველი, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, არის ის, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ენჯეოებისა“ და ფონდებისთვის ამერიკელების გადასახადების ხარჯზე გრანტების სახით გაცემული (რომლის გაკონტროლებაზე საქართველოში თავი მოიკლეს ამ ვითომ რუსული კანონის სტიგმატიზაციით) უკონტროლო ფულის ნაკადები შეწყდება. ამიტომ, ახლა „ენჯეოებს“ რვა თვე რჩებათ, რომ ბოლო „კუში“ მოხსნან, გაინაწილონ, სახლში წაიღონ, სადმე აგარაკი აიშენონ და ა.შ. რადიკალური ოპოზიციის „ფანჩატურის“ მიმართ ინტერესიც ამ დონეზეა, თორემ, რა პოლიტიკური დივიდენდების ან ეროვნული ფასეულობების მატარებლები არიან ისინი, – ეს ხომ სასაცილოა“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.