“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე გამოყენებული საქართველოს რუკის ირგვლივ გავრცელებულ ოპოზიციის სპეკულაციებს გამოეხმაურა.

“რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს.
ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან!

პ. ს. ვინც ჯერ არ იცის: საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო – უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა, რითაც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა.
ამავე დროს, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა”, – წერს მდინარაძე “ფეისბუკის” გვერდზე.