“სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რუკებზეც სეპარატისტული რეგიონები რომ რუხ ფერებშია (grey zones) გამოსახული, იმას არ იმჩნევენ ილუზიური “ნაცმამულიშვილნი”
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟს ეხმაურება.
„სექტის ფსევდოპატრიოტების მორიგი ყალბი აღშფოთება – რომ თითქოს, “ქართულ ოცნებაში” გამართულ ბრიფინგზე წარმოდგენილ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები გააქრეს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რუკებზეც სეპარატისტული რეგიონები რომ რუხ ფერებშია (grey zones) გამოსახული, იმას არ იმჩნევენ ილუზიური “ნაცმამულიშვილნი”?…
რევანშისტების “ფეიკი” პატრიოტობა არც ერთ შემთხვევაშია მისაღები. ეს არის ანტიქართული “ბაბლი”, რომელიც ნელ-ნელა ქრება საჯარო სივრციდან”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.