„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

„წინასწარი შედეგებით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ თუ მის გამარჯვებას ობიექტურად შევაფასებთ, ცალსახაა, რომ ის ნახევრად ლეგიტიმური პრეზიდენტი გამოდის, რადგან მან ქვეყანაში არჩევნებში წააგო და, ძირითადად, ემიგრანტების ხარჯზე მოიგო.

მინაწერი: 3 ნოემბერს გაიმართა არჩევნების მეორე ტური, ხოლო პირველი ტური, რომელშიც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი, 20 ოქტომბერს შედგა.

პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა მაია სანდუ, მეორე ადგილზე გავიდა ალექსანდრ სტოიანოგლუ და, საარჩევნო კანონის მიხედვით, დაინიშნა მეორე ტური, რომელშიც ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდა ერთმანეთს.

მაია სანდუ არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან მან საკუთარ ქვეყანაში არჩევნებში წააგო და მხოლოდ ემიგრანტების ხარჯზე მოიგო“, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.