“არ ვწერ ხოლმე კომენტარებს, მაგრამ იყოს ეს ერთი, საგამონაკლისოდ – ეს “ფეიკი” გახარიაც რა უშუალო ყოფილა. ახლა – სერიოზულად: კი. არავითარი “ანუ”. თქვენ – მთელი პარტია ემსახურებით “ნაცებს” რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს. რუკაზე “ფეიკსაც” თქვენ და “ნაცები”, წამებისა და წუთების განსხვავებით, კოორდინირებულად ავრცელებთ”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გახარიას პარტიის წევრის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს: “მე ვარ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებელი და შენ ხარ ჩვენი ტერიტორიების დამცველი?! ამის თქმა გინდა ანუ?!”-წერს მამუკა მდინარაძე.