საზოგადოებრივი მოძრაობა “ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა.
“ყველას გვახსოვს აშშ-ის საელჩოში დაბარებული მოსამართლეები. ასევე კანონიერი განაჩენის გამო(მათ შორის ისეთი განაჩენის, რომელიც სტრასბურგმაც დაადასტურა) დასჯილი და დასანქცირებული მოსამართლეები. ასევე, ვნახეთ USAID-ის თუ სხვა ევრო-ამერიკული ფონდების მიერ წახალისებული მოსამართლეები, რომლებიც სისტემაში ყავთ ჩანერგილი და საჭირო მომენტში აამოქმედებენ ხოლმე.
სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ხუჭუა, ეს ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი დღემდე მოსამართლეა! რთული წარმოსადგენი არ არის, რა დონის ბინძური საქმეები აქვს შესრულებული, რომ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც კი დაუმსახურებია!
2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაც-აქტივისტი მეუღლით, ცხადია ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა!
დავალებამაც არ დააყოვნა სალჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ, დამარცხებულ, გამარგინალებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო!!!”, – წერს შაქარიშვილი.