“დემოგრაფიის კუთხით ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არცმიგრაციის მაჩვენებლებით, არც შობადობის მაჩვენებლებით, არცქორწინება–განქორწინების მაჩვენებლებით. არის სერიოზული გამოწვევები, მარტივადციფრებს, სტატისტიკებს რომ დახედავთ ნახავთ, რომ გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები ეს არის პირველ რიგში სწორედდემოგრაფია, რომელსაც სჭირდება ჩვენი, მათ შორის საქართველოს მთავრობისგანსაკუთრებული ყურადღება, – განაცხადა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ირაკლიკობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, 2004-2012 წლებშისაქართველოს მოსახლეობა 225000 ადამიანით შემცირდა, მაშინ როცა 2014 წლიდან ესტენდენცია შეჩერდა და 2014-2023 წლებში მოსახლეობა 19500 ადამიანით გაიზარდა.
„ფიქსირდება ზრდა და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდშივიზალიბერალიზაცია, რაც ბუნებრივია ხელს უწყობს ამ მიგრაციას, რადგან ადამიანებიმარტივად, შედარებით იოლად გადიან ევროპის ქვეყნებში, რაც მანამდე ხელმისაწვდომი არიყო. ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ნეგატიური ტენდენციის შეჩერებამიგრაციის კუთხით.
სურათი არ არის კარგი, მაგრამ ტენდენცია შევაჩერეთ, 2014 წლის მერე საქართველოსმოსახლეობა გაიზარდა 19500 ადამიანით, მაშინ როცა 2004-2012 წლებში მოსახლეობაშემცირდა 225000-ზე მეტი ადამიანით, კმაყოფილი არა ვართ, ბედნიერი მითუმეტეს, არისცუდი სურათი მთლიანობაში დემოგრაფიული კუთხით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთიმისათვის, რომ დემოგრაფიული ვითარება ჩვენ ქვეყანაში გავაუმჯობესოთ დაგანსაკუთრებით შემდეგ 4 წლიან პროგრამაში ამისათვის ძალიან კონკრეტული ნაბიჯებიიქნება შემოთავაზებული“,- აღნიშნა კობახიძემ.