ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა “ღამის კურიერის” ეთერში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

“მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა.

იმედი მაქვს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენ შორის, როდესაც ის პრემიერად დამტკიცდება.

კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც. ახალ პოზიციაზე წარმატებას ვუსურვებ. ვულოცავ მას იმ მიღწევებს, რაც პრემიერობის პერიოდში ჰქონდა”, – აღნიშნა დანიგანმა.