“მთავარია, რომ თქვეს, ბრიფინგი მიუძღვნეს, ნაც-მედიებმა ატრიალეს მთავარ ამბად და ახლა, გაგზავნიან თუ არა მეათე ხარისხოვანია მათთვის”,- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, ე.წ მდიდარი არასამთავრობოების მიერ, “გამჭვირვალობის კანონის” სტრასბურგში გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
ქადაგიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნულ არასამთავრობოებს “გამჭვირვალობის კანონი” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ დრომდე არ გაუსაჩივრებიათ.
“იმიტომ, რომ ამათ არც სამართლებრივი პროცესი აინტერესებთ და არც შედეგი, რომელიც არაერთხელ გაუცუდდათ, ხან სააკაშვილის, ხან რუსთავი 2-ის და ხან გვარამიას საქმეებით.
ესენი ხომ ლიბერალური სიგიჟის მთავარი მედროშეები არიან?
ჰო და – აღქმის დონეზე საქმე შეკერეს, მოლოდინების გაჩენის მცდელობა სცადეს და ახლა, გაგზავნას და სამართლებრივ საკითხებს რაღა აზრი აქვს, თან თუ პოტენციურად წაგების აბსოლუტური ალბათობა არსებობს?!
მოკლედ, “გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი”… ეგრეა ამ საცოდავების საქმე”, – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.