ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელებში „იმედის“ სახელით, ყალბი ვიდეორგოლები ვრცელდება.
“ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიდეო ისეა დამონტაჟებული, თითქოს „ქრონიკის“ წამყვანი ეთერში სხვადასხვა ენაზე საუბრობს, აწყობილი კადრები კი მიმსგავსებულია „ქრონიკის“ სიუჟეტს.
ასევე, ბოლო დღეების განმავლობაში “ტიკ-ტოკზე” „იმედის“ სახელით იქმნება ყალბი ანგარიშები და ვრცელდება ფეიკ რეპორტაჟები. ვიდეოებში გამოყენებულია „იმედის“ ლოგო, რითაც ქმნიან აღქმას, რომ გავრცელებული კლიპები „იმედის“ რომელიმე გადაცემის პროდუქტია.
როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს სურვილი აქვთ, რომ დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანაში ყველაზე რეიტინგულ და სანდო მედიის რეპუტაციას ჩრდილი მიადგეს. იდეა ჩანასახშივე განწირულია წარუმატებლობისთვის, თუმცა მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, „ტელეიმედის“ პროდუქტი იდება მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.imedi.ge, www.imedinews.ge, ფეისბუქ გვერდზე TV IMEDI, ინსტაგრამ გვერდზე https://www.instagram.com/tv.imedi და ტიკ-ტოკის გვერდზე www.tiktok.com/@imedige სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე, „იმედის“ სახელით გავრცელებული ამბავი არის ყალბი”,- ნათქვამია ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.