„ნება მომეცით, ორ წუთში აგიხსნათ, რა არის უკრაინის ომი. ეს არ არის პუტინის თავდასხმა უკრაინაზე ისე, როგორც ყოველ დღე გვეუბნებიან. ეს დაიწყო 1990 წელს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა მიხეილ გორბაჩოვს უთხრა, რომ ნატო არ გადაიწევს აღმოსავლეთით ერთი ინჩითაც კი, თუ ის გერმანიის გაერთიანებაზე დათანხმდებოდა“, – განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა.
“შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მოიტყუა, დაწყებული 1994 წლიდან, როდესაც კლინტონმა ხელი მოაწერა ნატო-ს უკრაინამდე გაფართოების გეგმას. სწორედ ამ დროს აიღეს ძალაუფლება ე.წ. ნეოკონებმა. ნატო-ს გაფართოება დაიწყო 1999 წელს პოლონეთთან, უნგრეთთან და ჩეხეთთან ერთად. შემდეგ, აშშ ხელმძღვანელობდა სერბეთის დაბომბვას 1999 წელს. ეს იყო ნატო-ს გამოყენება ევროპის დედაქალაქ ბელგრადის დაბომბვისთვის 78 დღის განმავლობაში ქვეყნის დაშლის მიზნით. რუსებს ეს დიდად არ მოსწონდათ, მაგრამ პუტინმაც კი დაიწყო პროევროპულად და პროამერიკულად მოქმედება და ითხოვა ნატო-ში გაწევრიანება, როცა ჯერ კიდევ არსებობდა რაიმე სახის ურთიერთპატივისცემა. შემდეგ მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტი, შემდეგ – ავღანეთის მოვლენები და რუსებმა თქვეს: “ჩვენ მხარს გიჭერთ. გვესმის ტერორის აღმოფხვრის მნიშვნელობა”. 2002 წელს შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულება“, – განაცხადა პროფესორმა საქსმა.
მისი თქმით, ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულების დატოვებამ გამოიწვია აშშ-ის მიერ ევროპაში სარაკეტო სისტემების განთავსება, რასაც რუსეთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ განიხილავს.
ჯეფრი საქსი ასევე შეეხო უკრაინაში რეჟიმის ცვლილების ოპერაციას და მასში აშშ-ის როლს.
„ის, რაც ამან გამოიწვია, არის აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო სისტემების განთავსება, რომლებსაც რუსეთი განიხილავს როგორც საშინელ, პირდაპირ საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მოსკოვიდან რამდენიმე წუთის დაშორებით მდებარე რაკეტების თავდასხმის შესაძლებლობით.
2004-2005 წლებში აშშ ჩაერთო რბილი რეჟიმის შეცვლის ოპერაციაში უკრაინაში, ე.წ. პირველი ფერადი რევოლუციით. მაგრამ 2009 წელს იანუკოვიჩმა მოიგო არჩევნები და ის 2010 წელს პრეზიდენტი გახდა უკრაინის ნეიტრალიტეტის საფუძველზე. 2014 წლის 22 თებერვალს აშშ აქტიურად მონაწილეობდა იანუკოვიჩის დამხობაში. ვიქტორია ნულანდსა და უკრაინაში აშშ-ის ელჩ ჯეფრი პიატს შორის, რომელიც დღემდე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანია, მართლაც საშინელი ზარი განხორციელდა და მათ რეჟიმის შეცვლაზე ისაუბრეს. ასე შექმნეს ახალი მთავრობა. შემდეგ შეერთებულმა შტატებმა თქვა, – კარგი, “ახლა ნატო ნამდვილად გაფართოვდება“. პუტინი სულ ამბობდა: “შეჩერდით. თქვენ დაგვპირდით, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა“.
ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და კიდევ შვიდი ქვეყანაა საპირისპიროდ დაპირებისა – “არც ერთი ინჩი აღმოსავლეთით”.
2021 წლის 15 დეკემბერს პუტინმა მაგიდაზე დადო რუსეთ-ამერიკის უსაფრთხოების შეთანხმების პროექტი, რომლის საფუძველი არის ნატო-ს გაფართოებაზე უარის თქმა.
დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია [უკრაინაში] და ხუთი დღის შემდეგ ზელენსკიმ თქვა: “კარგი, კარგი, იყოს ნეიტრალიტეტი”. შემდეგ კი შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა თქვეს: “არავითარ შემთხვევაში, ბიჭებო, თქვენ იბრძვით. ჩვენ თქვენს ზურგში ვართ. ჩვენ არ ვართ წინა ხაზზე. თქვენ ყველანი მოკვდებით, მაგრამ ჩვენ ზურგში ვდგავართ”. 600 000 უკრაინელია დაღუპული მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონი ჩაფრინდა კიევში, რათა ეთქვა, რომ ისინი მამაცები უნდა იყვნენ. ეს აბსოლუტურად ამაზრზენია. ჩვენ უნდა გვესმოდეს: საქმე არ არის ისე, როგორც ყოველდღიურად გვეუბნებიან ამ ჰიტლერის მსგავს შეშლილთან. ეს არის სრულიად ყალბი, „ფეიკ“ ისტორია, რომელიც აშშ-ის მთავრობის წმინდა PR ნარატივია. ჩვენ აქ თამაშებს ვთამაშობთ. ასე რომ, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენთან ატომური ძალა მოვიდეს. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ჩვენ ამ წერტილთან მივედით“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.