“საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყველამ, ვინც ამ არჩევნებს აკვირდებოდა, ეს იცის”, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.
„დამკვირვებლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მითხრეს, რომ ისინი ენდობიან არჩევნების მთლიანობას. იგივე მითხრეს ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებმა. იგივე მითხრეს ამომრჩევლებმა. მცირე პროვოკაციებსა და ინციდენტებს ჰქონდა ადგილი ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც სხვა ქვეყანაში არ შეიძლება მოხდეს. მმართველი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმათა სხვაობა 300 ათასს აღემატება. თაღლითობის შესახებ განცხადებები ახლოსაც ვერ მივა იმ გრანდიოზულ გამარჯვებასთან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. შემდეგ კი ვხედავთ პოლიტიკოსებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და პროტესტის გაღვივებას. ქართველებმა დემოკრატიული არჩევანი გააკეთეს. თუნდაც ეს ბევრს არ მოსწონდეს ევროკავშირში, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევანს. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორობა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ახალ მთავრობასთან“, – აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.