ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის დავით კირთაძის მიერ დაუდგენელი თხევადი სითხის შესხმის ფაქტს ,,პრაიმტაიმთან“ ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ეხმიანება.
,,როგორც გამოაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაწყებულია 118-ე მუხლით, თუმცა ნაწილი დაკონკრეტებული არ არის.
სავარაუდოდ, ეს არის მეორე ნაწილი, რადგან მომხდარი დანაშაული სამსახურებრივ მოვალეობებთან იყო დაკავშირებული.
აქ საუბარია სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე, რომელსაც ჯანმრთელობის მოსპობა არ გამოუწვევია და სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა, მაგრამ გამოიწვია პროფესიული საქმიანობის 1/3-ით შეზღუდვა.
თუ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ნამდვილად მიღებული აქვს გიორგი კალანდარიშვილს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მაშინ არის სრულ შესაბამისობასთან კანონმდებლობასთან.
თუმცა, წინასწარ სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება ცნობილი ბრალის წარდგენა ვერ მოხდება. თუმცა, თუკი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა ასეთ შემთხვევაში სამართლებრივად უფლება აქვთ, ბრალის წარდგენაც არის მოსალოდნელი.
გამოძიების დაწყება არის ლოგიკური. დაველოდოთ რამდენიმე დღეში იქნება ექსპერტიზის დასკვნა, თუ დადასტურდა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მაშინ უნდა ველოდოთ ბრალის წაყენებას, რომელიც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“, – ამბობს გელა ნიკოლეიშვილი.