იგი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას ეყრდნობა.
„ერთია, როდესაც ოპოზიცია აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. თუმცა, მეორე მხრივ, არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ დაუყენებია ეჭვქვეშ არჩევნების შედეგები. მათ შორის, არც ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლობაც ადგილზე იმყოფებოდა და არჩევნებს აკვირდებოდა.
ანგარიშში ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობაზეც არ დავობენ. ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ უნდა ჩავატაროთ რაიმე სახის გამოძიება ან მსგავსი საერთაშორისო შეფასებები. ოპოზიციას შეუძლია ეს მოითხოვოს, თუმცა ჩვენ ამ მოთხოვნებს არ უნდა ავყვეთ“, – განაცხადა კატერინა როთ ნევედალოვამ.