“ჩეხეთის ელჩი გამოდის და შეურაცხყოფას გვაყენებს, გვეუბნება, რომ დემოკრატიის შუქურა იყო საქართველოო. სადიზმის, წამების, არაადამიანობის შუქურა იყო საქართველოში, “მაკკეინებმა” და “თორნტონებმა” შეარქვეს სააკაშვილის რეჟიმს “დემოკრატიის შუქურა”, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
“როგორი შუქურა იყო ყოველ დღე გვაქვს შესაძლებლობა ვუყუროთ. ვისაც თვალი, ყური აქვს და სინდისის, ქართველობის, ღირსების, წარმომავლობის ნასახი გააჩნია – იმის შემყურე, რასაც ჩვენ ვუყურებთ საგამოძიებო კომისიაზე, რასაც გუშინ ვუყურებდით, იმ გაუბედურებული კაცის ცხოვრება – რა უქნეს ერთს, მეორეს, მესამეს, მეათეს, მეასეს. ლეგიონია მაგათი სახელი, ეს მხოლოდ ზედაპირია რასაც ვხედავთ. 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდა ამ “დემოკრატიის შუქურას”, საქართველოს მოსახლეობის 10-მა პროცენტმა ციხე გამოიარა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, “ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაამთავროს ავი სულების ბოგინი საქართველოში და თბილისის ქუჩებში”.