პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმაურება.
“საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც 1 200 000-მდე ჩვენმა მოქალაქემ ანდო
ქვეყნის მართვა და რაც ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებას” ქართველმა ამომრჩეველმა გამოუცხადა სრული ნდობა. აქედან გამომდინარე, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დავიცვათ, პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა, სტაბილურობა, უზრუნველვყოთ კანონისა და კონსტიტუციის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
ამიტომ, ვინც შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს; ასევე, აანონსებს ქვეყნის გაჩერებასა და პარალიზებას; ასევე, ოფიციალურად მოუწოდებს ალტერნატიული ხელისუფლების შექმნისკენ, ჩართულია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობაში, მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს (დაწყებული პრემიერ-მინისტრით და მთავრობის წევრებით, გაგრძელებული არჩეული პარლამენტის წევრებით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ რიგითი წევრებით), მკაცრად აღვასრულოთ ყველამ ჩვენი ვალდებულებები საკუთარი სამშობლოს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის წინაშე”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.