ირაკლი კობახიძე – ალეკო ელისაშვილს: „თორნიკე რიჟვაძე პირველივე წუთებიდან იყო ჩართული სამძებრო, სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში“
“თორნიკე რიჟვაძე პირველივე წუთებიდან იყო ჩართული სამძებრო, სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელმაც თორნიკე რიჟვაძეს, პლენარულ სხდომაზე დასწრების ნაცვლად, მთიან აჭარაში დაუყოვნებლივ გამგზავრება ურჩია.
„ბატონ ალეკოს ჰქონდა რჩევა სტიქიასთან დაკავშირებით. მადლობა რჩევისთვის. თორნიკე რიჟვაძე პირველივე წუთებიდან იყო ჩართული სამძებრო, სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ახლა ყველაფერი არის კონტროლქვეშ და მადლობა აჭარის ხელისუფლებას და თორნიკე რიჟვაძეს ამისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.