“საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ქვეყნის ახალ მთავრობას ირაკლიკობახიძის მეთაურობით.
ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიული ფაქტის მოწმენი გავხდით – საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობიდან მთავრობის ხელმძღვანელის არჩევაქართული პარლამენტარიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიისთვის არსებითიწინსვლაა“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობისგამოცხადებით იწყება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაცუფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას, მოსახლეობისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს სოციალურ–ეკონომიკური პროგრესისგზაზე, გააძლიერებს პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას, ხელსშეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.
“ასევე, უფრო მეტად დაგვაახლოებს ქართველი ხალხის ოცნების საქართველოსთან, რომელშიც არ იქნება ოკუპაცია და სიღარიბე.
“0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნებისსაქართველო.”
ვულოცავ ახალ პრემიერ–მინისტრს! მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებებს.
საერთო ძალისხმევით ჩვენი სამშობლოსთვის წინ ბევრი გამარჯვება გველის!”- წერსპაპუაშვილი.