„ის, რომ გვარამიამ გადაწყვიტა, ეს ინტელექტუალური ნაწილი მოიზიდოს და შექმნას დამატებითი პლატფორმა, აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ის სადღაც შორს წავიდა იმ ორბიტიდან, რასაც “ნაცმოძრაობის” ორბიტა ჰქვია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
“კოლექტიური ნაცმოძრაობა” – ასეთი სწორი ტერმინი იყო ჩვენ მიერ გამოყენებული, ახლა კი, რეალურად, სახეს და აშკარა კონტურებს იძენს. ასე რომ, ნიკა გვარამია შეიძლება დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს სააკაშვილი, დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს არ სჭირდა, მაგრამ ვერანაირად ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.