ანალიტიკოსი გია აბაშიძე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და მას და მის სამთავრობო გუნდს მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს.

„პარლამენტართა 84 ხმით, ირაკლი კობახიძე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრია. მას და მის სამთავრობო გუნდს ვუსურვებ მშვიდობასა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნის მართვაში, უდიდესი შიდა და გარე გამოწვევების ფონზე.

წინ, გლობალური ქარცეცხლის პირობებში, ურთულესი წლებია. პასუხისმგებლიანი და გონიერი “ქართული ოცნების” ხელისუფლება ეგზისტენციურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის.
ერთიანობა, სტაბილურობა და განვითარება საქართველოს!“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.