„ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის საკადრო ცვლილება ფუნქციური საკადრო სტრატეგიაა და ეს საკადრო ცვლილება შრომითი საქმიანობის მეტ მოტივაციას მისცემს გუნდს“, – აღნიშნავს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
„ირაკლი კობახიძე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკოსია. ის პატიოსანი, ღირსეული, სამშობლოს მოყვარული და კომპეტენტური ადამიანია და ქართული სახელმწიფო იმსახურებს ამ რანგის პრემიერ-მინისტრს.
გილოცავთ, ბატონო ირაკლი და წარმატებებს გისურვებთ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.