“2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან $4.42 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით მეტია”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

„აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები – 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 9.4%-ით, ხოლო უკრაინიდან – 18.9%-ით შემცირდა.

2024 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან – 41.6%, საუდის არაბეთიდან – 21.2%, აზერბაიჯანიდან – 18.1%, ირანიდან – 17.9%.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2024 წელს შემდეგნაირად ნაწილდება:

ევროკავშირი – 571.2 მლნ აშშ დოლარი;

აზერბაიჯანი – 168.5 მლნ აშშ დოლარი;

თურქეთი – 612.3 მლნ აშშ დოლარი;

ისრაელი – 436.5 მლნ აშშ დოლარი;

საუდის არაბეთი – 122.1 მლნ აშშ დოლარი;

სომხეთი – 157.4 მლნ აშშ დოლარი;

უკრაინა – 148.8 მლნ აშშ დოლარი;

ბელარუსი – 96.3 მლნ აშშ დოლარი;

ირანი – 151.1 მლნ აშშ დოლარი;

რუსეთი – 850.0 მლნ აშშ დოლარი;

დანარჩენი ქვეყნები – 1,111.3 მლნ აშშ დოლარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.