თვითმფრინავი, რომელსაც ბელგიის დედოფალი მატილდა გადაჰყავდა, სახიფათო გაუმართაობის გამო, იძულებული გახდა, ავარიული დაშვება განეხორციელებინა. ინფორმაციას “Daily Mail-ი” ავრცელებს.

52 წლის ბელგიის დედოფალი კოსტა-რიკისკენ მიემართებოდა. მედიის ცნობით, ფრენის დროს თვითმფრინავის საქარე მინა დაზიანდა, რაც ავარიული დაშვების მიზეზი გახდა.

დედოფალი კოსტა-რიკაში სამდღიანი ვიზიტით უნდა ჩაფრენილიყო, რომელიც UNICEF ბელგიისა და UNICEF კოსტა-რიკის მიერ იყო ორგანიზებული.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და თვითმფრინავი სან ხოსე ხუან სანტამარიას საერთაშორისო აეროპორტში განრიგით გათვალისწინებულ დროზე 15 წუთით ადრე დაეშვა.