ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სამოგზაურო ბრენდ “Expedia-ს” სტატისტიკას გამოეხმაურა.

“ფაქტები აღქმების წინააღმდეგ:

“Expedia-ს” რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებების სამეულშია.

✔️ ამ სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე მოგზაურთა ჯავშნები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთანაა შედარებული. კვლევის შედეგად, საქართველოს დედაქალაქი თბილისი “Expedia-ს” რეიტინგში მესამე ადგილზეა. თბილისის მაჩვენებელი 145%-ით გაიზარდა.

✔️თბილისთან ერთად, პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდნენ შვეიცარიული ქალაქი ბაზელი და ციურიხი.
ასევე, 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა.

საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%).

საქართველოში მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა (+2.2%).

ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია – STR global).

Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5% -ით, ხოლო საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB).

https://www.timeout.com/news/these-are-the-worlds-top-trending-destinations-to-book-this-summer-according-to-expedia-042925″, – წერს ქვრივიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.