„დემოკრატი“ ოფიციალური პირების მხრიდან ძალადობის წაქეზება და ამერიკელების ქუჩაში გამოსვლისკენ წახალისება უკიდურესად შემაშფოთებელია და მათ პასუხი უნდა აგონ ამ რიტორიკის გამო“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კაროლინ ლევიტმა.
„დემოკრატმა“ ლიდერებმა არ იციან, რაზე საუბრობენ. პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელმა ხალხმა იმ მანდატით აირჩია, რომ ეს მთავრობა უფრო ეფექტიანი გაეხადა. ის მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებდა კამპანიას ილონ მასკთან ერთად და პირობა დადო, რომ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებდა. ისინი, ძლიერი გუნდით გარემოცულნი, გაანალიზებენ ფედერალური მთავრობის ხარჯებს და უზრუნველყოფენ მის ანგარიშვალდებულებას ამერიკელი გადასახადის გადამხდელების წინაშე“, – აღნიშნა კაროლინ ლევიტმა.