ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად, საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც, ხაზარაძის თქმით, “არალეგიტიმური, პროირანული და პროჩინურია”, ზეწოლა უნდა განახორციელოს.
“მამუკა ხაზარაძე: “აშშ-მა უნდა განახორციელოს ზეწოლა “ქართული ოცნების” არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები”. სინამდვილეში, რა იმალება ხაზარაძის ამ განცხადების უკან: ოპოზიცია თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან, სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, ამერიკას გადასცენ საქართველოს ყველა წიაღისეული რესურსი. უფრო მოკლედ და გასაგებად – რამბალ კოშე (ანუ ამერიკა ) თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ, ჩავიხადოთო. აი, ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.