“მე ვამბობ, როგორც იყო – ჩვენ გაგვყიდეს რუსებზე 500 მილიარდად, რუსეთის გავლენის ზონად და, ამასთან, ეს 500 მილიარდი უნდა გადავიხადოთ ჩვენ და არა რუსეთმა. ეს არის, რაც ხდება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა.
„ეს მოხდა რამდენიმე მიზეზით: პირველი მიზეზი – ჩვენ ისე ვიქცეოდით, რომ სულ ვკარგავდით ჩვენს პარტნიორულ თვისებებს. ორი წლის წინ ჩვენ განგვიხილავდნენ როგორც აღმოსავლეთის ღამის გუშაგს. ისინი გაოცებულნი იყვნენ, თუ როგორ ვუმკლავდებოდით რუსეთის შენაერთებს. ისინი მიხვდნენ: ვა, რა ბიჭები არიან, ეს აღმოსავლეთის ღამის გუშაგია და, ამიტომ ყველაფრით უნდა მოამარაგონ, იარაღით და ა.შ., რათა შეაკავონ რუსეთი.
მაგრამ როდესაც მათ ნახეს, რამდენს ვპარავდით საკუთარ ჯარისკაცებს მათი სისხლის საფასურად, სახელმწიფო და ჩინოვნიკები რამდენს იპარავდნენ, მიხვდნენ, რომ დასავლეთის დახმარება იპარებოდა, დასწიეს ჩვენი სტატუსი და გადახედეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეს, რომ ძალიან დიდი ამბიციებია და არავის არ უნდა შეცვლა, გაკვეთილის სწავლა, უფრო ცუდად და ცუდად იბრძვიან არა ჯარისკაცები, არამედ გენერლები.
ჩვენი სტატუსის გრაფიკი სულ ქვემოთ და ქვემოთ იწევს. მათ დასწიეს ჩვენი სტატუსი, უფრო ზუსტად, ჩვენ დავწიეთ, ნეიტრალურ ტერიტორიამდე ანუ რუხ ზონამდე“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.