“ტერმინი “დემოკრატიის შუქურა” მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის, როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო”, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

“საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლების პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე, ამ ტერმინის დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი.

სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩო გაემიჯნოს, მათ შორის, ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებსა და რიტორიკას და დაგმოს იგი, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფოს”, – წერს პაპუაშვილი.