საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების საკითხი შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხები არის უხერხულობის შემცველი შესაბამისი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ეჭვმიტანილი კონკრეტული მძიმე დანაშაულების ჩადენაში, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი. საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.