“სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა სამთავრობო ცვლილებებს, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საუბარი არ მაქვს პერსონალურ საკითხებზე, ყოველთვის არის საჭირო განახლება ნებისმიერ გუნდში და ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, რომ ის პროცესები, რომლებიც განვითარდა გასულ დღეებში, კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას.

ამას უზრუნველყოფს ის გუნდი, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, მათ შორის, ვგულისხმობ ახლად დანიშნულ თანამდებობის პირებს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი, სწრაფი განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.