„მრავალწახნაგოვანმა თაღლითმა, პოლიტიკაში უნიჭოების განსახიერებამ, გამომძალველმა მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო კამპანია მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და რევანშიზმზე ააგო“, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
„ურეიტინგო ყალთაბანდი მამუკა ხაზარაძე, რომლის პოლიტიკური ხედვები ფსკერზეა, ვერ აცნობიერებს, რომ ნეგატივით არჩევნებს ვერსად იგებენ. თუმცა, კანტორა “ლელო” “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი განშტოებაა და უნდა იმეოროს უსამშობლოების გაცვეთილი ბოროტი გზავნილები – რეპრესიებზე, განადგურებაზე, ჩაგვრაზე, ადამიანების გაძევება-გადასახლებაზე, ბიზნესის რეკეტზე და ა.შ.
ანაკლიის პროექტის ჩამგდები მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში დამკვიდრების პერსპექტივა ისეთივე უტოპიაა, როგორც ლევან ხაბეიშვილის დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში. ამიტომ კარაოკე-ყროყინით და სუფრასთან რუსული რომანსების ღიღინით რომ დაკავდეს, შედარებით ხელშესახებ შედეგს მაინც მიაღწევს“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.