“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის მიმართ მეთიუ მილერის მოწოდებას, გამოძიებას მის ხელთ არსებული მტკიცებულებები გაუზიაროს.
“სალომე ზურაბიშვილმა ამერიკიდან მეთიუ მილერის ბრძანება მიიღო, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებას გაუზიაროს. ანუ ადექი, ჩაიცვი და საქართველოს პროკურატურაში მიბრძანდი ჩვენების მისაცემადო. ოპოზიცია კი იძახდეს, – არ უნდა მივიდესო, ჩვენი დედინაცვალი სალომეო, თან მისი ლაპარაკი რომ ვიცით, თან ფაქტები რომ არ გვაქვს, დავიღუპებითო, მაგრამ უკაცრავად – ეს მეთიუ მილერის ბრძანებაა. არც ის გამოვა, საპარლამენტო მდივანი რომ გყავს – ბატონი “იმიტომ” – გაგზავნო, ან ვინმე ადვოკატი. სალომეო, დიახ, დიახ, სალომე ზურაბიშვილიო, – მეთიუმ. ეს ჩვენ არ გვაღელვებს ბატონი მეთიუ მილერის ნათქვამი, თორემ ზურაბიშვილს ხომ არ დაავიწყდა, ან მისი უფროსი ვინ არის, ან თავი მართლა ვინმე ხომ არ ჰგონია, ან მისი შვილები სად და ვისთან მუშაობენ?!
ასე რომ, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მგონი, იცის, რომ უფროსების ბრძანებას შესრულება უნდა, თან – უყოყმანოდ, თორემ უფროსებმა გაბრაზებაც იციან!
P.S. ისე, მაინც ვერ ვისვენებ და ისევ რჩევას ვაძლევ ქალბატონს: არ წახვიდე პროკურატურაში. ხომ იცი, არანაირი სერიოზული მტკიცებულება არ გაქვს და ძალიან გაბანძდები, ამიტომ არ ჯობს, იქით უცხოელ უფროსებს მიაფურთხო? როდემდე უნდა გათამაშონ თოჯინასავით? აქეთ კი – ამ ოპოზიციას. ბოლოს და ბოლოს, გაიხსენე, რას არ გეძახდნენ, როგორ გაგინებდნენ და გლანძღავდნენ… ორი თვის დედაც ვატირე, ადექი და გადადექი, გადადექი, დამიჯერე. ეს მართლა ყველაზე კარგი გამოსავალია!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.