ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილ ბიულეტენებთან, ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ცესკო-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და კონტრაქტორ სტამბებს აწვდის.
რაც შეეხება უშუალოდ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამზადებულ ბიულეტენებს – საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტ მატიკისგან“ ჰქონდა რეკომენდაცია, ბიულეტენებისთვის შეეძინა 162-გრამიანი ქაღალდი.
აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190-გრამიანი ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.