„ხაზარაძე არის ზუსტად იგივე როლის შემსრულებელი, რასაც დაშლილი “ნაცმოძრაობა” ასრულებს და ეს ახლა, ამ განცხადებით გაიგო საზოგადოებამ“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ ლიდერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილის გაძევებას აპირებს.

„ხაზარაძემ ითმინა, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა, – თქვა თავისი სუბიექტური მიზანი. საზოგადოებას უთხრა: “მომიშვით ხელისუფლებაში, რათა ბიძინა ივანიშვილი გავაძევო საქართველოდან”. ამით, პრაქტიკულად, რეპრესიები დააანონსა.

რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, თეორიული შანსიც არ არის, მაგრამ როდესაც გაქვს პილიტიკოსობაზე პრეტენზია და ამბიცია და გინდა, ოპოზიციაში მაინც მოხვიდე, ბუნებრივად მიუღებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივზე “დაჯდე” და ისე მოიგო არჩევნები.

გავიხსენოთ სააკაშვილის რიტორიკა, – რომ ის არის პუტინის პატიმარი, ივანიშვილის პატიმარი; რომ ივანიშვილი მოსკოვში უნდა წავიდეს და ა.შ. ხაზარაძე ზუსტად “დაჯდა” „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე და, ამ დროს, ვითომ ემიჯნება მას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.