შალვა პაპუაშვილი USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწეს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს – შენონ გრინსს შეხვდა.
„მადლიერება გამოვხატე USAID-ის მიერ საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებისთვის, რომლებიც საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მედეგობის გაძლიერებაზეა მიმართული.
შენონ გრინმა დადებითად შეაფასა USAID-ის თანამშრომლობა საქართველოსთან. ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ევროკავშირის 9 ნაბიჯის განხორციელებაზე. ასევე, განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.